1. აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს აკადემიის რექტორი, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო თავისი გადაწყვეტილებით.

2. აქტები მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა განთავსდეს ვებგვერდზე და გამოიკრას დაწესებულების თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის ფაკულტეტებზ