1. მართვის ორგანოების არჩევნებს ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულების) რექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – რექტორის მ.შ.) პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
2. რექტორის მ.შ-ს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა გამოიკრას დაწესებულების თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის, ფაკულტეტებზე.
3. ამ დებულებით განსაზღვრულ დღეებში მოიაზრება კალენდარული დღეები, გარდა არასამუშაო დღეებისა, თუ ეს სპეციალურად არ არის განსაზღვრული ამ დებულებით