1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
2. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, წილისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრების ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადაა 2 წელი. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს თავის უფლებამოსილებას.
3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში ირჩევს დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, რომელიც შედის წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა მხოლოდ პროფესორი.
თავი VI. რექტორის არჩევის წეს