1. აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს დაწესებულების რექტორის მ.შ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში.
3. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.
4. აკადემიური საბჭოს წევრი ირჩევა 4 წლის ვადით, გარდა ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისა.
5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა