1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების (შემდგომში – მართვის ორგანოები) პირველი არჩევნები ცხადდება ამ წესის შესაბამისად.
2. განცხადება მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა გამოიკრას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულების) თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის, ფაკულტეტებზე.
3. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების თარიღი და არჩევნების ჩატარების თარიღი, აგრეთვე კანდიდატების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
4. კანდიდატების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტაციას, ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, განსაზღვრავს არჩევნების გამოცხადებაზე უფლებამოსილი ორგანო.
5. ამ წესით განსაზღვრულ დღეებში მოიაზრება კალენდარული დღეები, გარდა არასამუშაო დღეებისა, თუ ეს სპეციალურად არ არის განსაზღვრული ამ წესით