1. ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს დაწესებულების საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.
2. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. ამომრჩევლის/კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაწესებულების კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ამომრჩეველი/კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 2 დღის განმავლობაში. ამომრჩეველი/კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების საარჩევნო კომისია 3 დღის განმავლობაში. ამომრჩეველის/კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული