1. აკადემიური საბჭო აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადება ქვეყნდება კანდიდატების რეგისტრაციამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე.

3. განცხადება უნდა განთავსდეს აკადემიის ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს აკადემიაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღ