1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) რეგულარულად აფასებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ბ) ატარებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს;

გ) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის მონიტორინგის და უზრუნველყოფის სრულყოფილი მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;

დ) ფაკულტეტის ფარგლებში ახორციელებს ღონისძიებებს უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის.

ე) ასრულებს კანონმდებლობითა და ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე.

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურ