1. უნივერსიტეტის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
ა) ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;
ბ) პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დადგენილი წესით;
გ) ახორციელებს ფაკულტეტზე სტუდენტთა მობილობისა და კრედიტ-სატრანსფერო სისტემის სწორი გამოყენების ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს ფაკულტეტის ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციისათვის;
ე) ასრულებს კანონმდებლობითა და ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით.
5. ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე და დადგენილ ვადებში პერიოდულად წარუდგენს მას ფაკულტეტზე გაწეული საქმიანობის ანგარიშ