1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
2. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, თავმჯდომარის არჩევის წესსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
3. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სრული და ასოცირებული პროფესორებისაგან.
4. სადისერტაციო საბჭოს დებულებით შეიძლება განისაზღვროს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან მოწვევის წესი და პირობები.
5. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომლებიც განსაზღვრულია ამავე დებულებით.
6. სადისერტაციო საბჭოში მოწვეული დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებთან თანამშრომლობის პირობები და წესი განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, რომელსაც უნივერსიტეტის სახელით დებს რექტორი და ასევე ხელს აწერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევის წე