1. ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.

2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 30 დღის განმავლობაში. ამომრჩევლის/კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაწესებულების კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კანდიდატი/ამომრჩეველი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 5 დღის განმავლობაში. დაწესებულების საარჩევნო კომისიის უარი რეგისტრაციაზე კანდიდატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის განმავლობაში.

3. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის ვადაშ