1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ თავით დადგენილი წესით.
3. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები შეადგენენ საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არ არის დოქტორი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
4. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) ფაკულტეტის 7 აკადემიურ პირზე წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა აკადემიური პერსონალის 1 წარმომადგენელი;
ბ) ფაკულტეტზე, სადაც სტუდენტების რაოდენობა არ აღემატება 800-ს, წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა 1 სტუდენტი, ხოლო 800 სტუდენტზე ზევით ყოველ 200 სტუდენტზე 1 წარმომადგენელი.
5. წარმომადგენლობით საბჭოში შედის აგრეთვე დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც უნივერსიტეტის წინაშე თავიანთი საქმიანობით აქვთ განსაკუთრებული დამსახურება სასწავლო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებიდან გამომდინარე.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
8. წარმომადგენლობით საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრებ