1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.

5. წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

6. სპიკერის უფლებამოსილების ვადა წარმოადგენს საბჭოს უფლებამოსილების ვადას.

7. არჩეულ სპიკერს დაწესებულება არჩევიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეგისტრაციოდ.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერისა და მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) უნივერსიტეტის ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობა;

ვ) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.

9. წარმომადგენლობით საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება უნივერსიტეტის ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობისა