1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები.

2. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია შედგება არა უმეტეს 7 წევრისაგან. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი.

4. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება განისაზღვრება საარჩევნო დებულებით, რომელსაც ამტკიცებს რექტორი თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

6. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები შეიძლება თავიანთი ფუნქციების შესრულებისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას, რომლის ოდენობასა და ფორმას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელ