1. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და ფაკულტეტის საბჭოს რეგლამენტით.
2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები იმართება ფაკულტეტის საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის ან უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით.
3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი.
5. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა.
6. ფაკულტეტის საბჭო თავისი შემადგენლობიდან წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საბჭოს მდივანს.
7. ფაკულტეტის საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი ფაკულტეტის საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვი