1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უნივესიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოში განხილვისა და თანხმობის შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს, გამოსცემს ბრძანებებს მათი დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;

კ) ფაკულტეტის წარდგინებით განსაზღვრავს მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზრაურების წესსა და რაოდენობას რექტორთან შეთანხმებით;

ლ) ამ წესდებით განსაზღვრული დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს შტატგარეშე დამხმარე პერსონალს, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს და განსაზღვრავს მათი შრომის ანაზრაურების წესსა და ოდენობას;

მ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების სტრუქტურის შესაბამისად წარუდგენს რექტორს საშტატო ნუსხას, რომელიც მას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ. აკადემიური პერსონალის ნაწილში ეს პროცედურა ხორციელდება აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით;

ნ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის მოსამსახურეებს ანიჭებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში;

ო) ახორციელებს წესდებით, შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.

4. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილებ