1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან 4 წლის უფლებამოსილების ვადით.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;
ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ზ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით დადგენილი სხვა შემთხვევა.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული თანამდებობის პირ