1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრებიც 4 წლის ვადით აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით უფლებამოსილების დადგენილი ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ.
3. აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს 2 წარმომადგენელი.
4. აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;
ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
კ) ადგენს სხვა უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ცნობის წესს;
ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს;
მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
ნ) აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოტივირებული წინადადებით მიმართავს წარმომადგენლობით საბჭოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
ო) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
პ) ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ჟ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;
რ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;
ს) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ათავისუფლებს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;
ტ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს რეგლამენტით;
უ) იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის შესახებ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;
ფ) პერიოდულად ისმენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშს;
ქ) ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით განსაზღვრავს ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის საშტატო ნუსხას;
ღ) ახორციელებს წესდებით, შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
ყ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს რეგლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
შ) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ. მიღებულ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
5. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, განცხადება და წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარ