თავისი მიზნებისა და ამოცანების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელების გზით;
ბ) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
დ) საგამომცემლო საქმიანობა;
ე) დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა;
ვ) პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების შექმნა და განხორციელება;
ზ) უნივერსიტეტი უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს (სამეწარმეო და არასამეწარმეო) იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაც არსებითად არ ემსახურება სამეწარმეო მიზნებს.
უნივერსიტეტის სტრუქტუ