1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, აგრეთვე საუნივერსიტეტო მნიშვნელობის სხვადასხვა სასწავლო, სასწავლო-სამეცნიერო და კვლევითი ერთეულებისაგან.
2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების – ფაკულტეტების რაოდენობისა და დასახელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დამხმარე სტრუქტურული ერთეულების გარდა სხვა დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს და მათ დებულებებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით იხილავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
5. მართვის ორგანოების აპარატებისა და სამდივნოების საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შესაბამისი მართვის ორგანოების წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით.
უნივერსიტეტის მართვის პრინციპები და ორგანოე