1. აკადემიური საბჭოს სხდომების მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილების სმიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და აკადემიური საბჭოს რეგლამენტით.

2. აკადემიური საბჭოს სხდომები იმართება აკადემიური საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში, რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს ან/და აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ს.

3. აკადემიური საბჭოს სხდომების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს რეგლამენტით.

4. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. აკადემიური საბჭოს სხდომებს უძღვება რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ან მისივე დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

6. აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მნიშვნელობა და ხელს აწერს რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

7. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი აკადემიური საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით.

8. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს სხდომის მდივან