1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება, დეპარტამენტი და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.

2. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. ფაკულტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, წესდებისა და ფაკულტეტის დებულების შესაბამისად ახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხებს.

4. თუ რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილ ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რიცხვი მეტია ან ნაკლები დადგენილ ნორმაზე, მაშინ რომელიმე წევრის სტატუსის შეწყვეტა ან ახალი წევრის არჩევა ხდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზ