1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.

3. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგში, რომლებიც განსაზღვრულია ამავე დებულებით.

4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.

5. სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულები