1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
2. პროფესორები მონაწილეობენ და წარმართავენ სასწავლო პროცესს და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
3. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომლის ჩატარების წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
5. ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
6. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი.
7. კონკურსის ჩატარების შემდეგ აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
8. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში წესდების შესაბამისად;
ბ) დამოუკიდებლად, ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამების ფორმა და შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აიღოს შემოქმედებითი ანაზღაურებადი შვებულება ერთი სასწავლო წლის ხანგრძლივობით.
9. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
დ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, ფაკულტეტის საბჭოს წარუდგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.
10. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა ან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
11. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი.
12. პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
13. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი უფლებამოსილია საათობრივი ანაზღაურების წესით მოიწვიოს სხვა უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის პერსონალი.
14. კონტრაქტით მოწვეული პედაგოგების საათობრივი ანაზღაურების ტარიფები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
15. აკადემიური პერსონალის საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესი