ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილებანი:
ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;
ბ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სსიპ – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მისაღები კონტიგენტის ფარგლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტების და ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას;
გ) შეიმუშავებს და განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
ე) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიან მიმდინარეობას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ზ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისათვის, რისთვისაც პერიოდულად ანგარიშს აბარებს ფაკულტეტის საბჭო