1. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განაცხადს ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე, კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.

2. ფაკულტეტის დეკანს ირჩევენ ფაკულტეტის საბჭოს მიერ გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით, ფარული კენჭისყრით. კენჭისყრაში უნდა მონაწილეობდეს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3 მაინც. დეკანი არჩეულად ითვლება, თუ კანდიდატმა მოიპოვა ხმების უმრავლესობა – საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 50%-ზე მეტი.

3. იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, საბჭოს იმავე სხდომაზე იმართება ხელახალი ფარული კენჭისყრა იმ ორი კანდიდატისათვის, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მიიღეს. თუ კენჭს იყრიდა 1 ან 2 კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო არჩევნებისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები (ცხადდება კონკურსი). არჩევნების შედეგები მტკიცდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. ფარული კენჭისყრა იმართება ბიულეტინების მეშვეობით. მასში უნდა იქნეს შეტანილი კონკურსში დაშვებული ყველა კანდიდატის გვარი. საბჭოს წევრი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. სხვა შემთხვევაში ბიულეტინი ბათილად ჩაითვლება.

5. ფაკულტეტის დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი.

6. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა 4 წლის ვადით.

7. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორი სრული ვადი