1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. დეკანის კანდიდატად რეგისტრაციისთვის აუცილებელია მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაციისა და ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა. დეკანად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც არ არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, მაგრამ გააჩნია სათანადო კომპეტენცია.
3. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს უნივერსიტეტის ვებგვერდზე კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 10 დღე, რის შემდეგადაც იმართება კენჭისყრა. კანდიდატთა რეგისტრაციისა და კენჭისყრის თარიღს ადგენს ფაკულტეტის საბჭო.
4. ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ მიიღო ხმების ნახევარზე მეტი, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებული დეკანის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა დეკანის არჩევა, არაუგვიანეს 5 დღისა ინიშნება ახალი არჩევნები.
5. ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს (ბრძანებას);
ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ზ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილება