1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
ა) ხელს უწყობს სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფას ფაკულტეტზე სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვის გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას;
ბ) ამზადებს ფაკულტეტის თვითშეფასებას, შეისწავლის და აანალიზებს ფაკულტეტის პროგრამებისა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
დ) კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის, გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
თავი V
უნივერსიტეტის პერსონა