1. ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებს სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურით.
2. ბიბლიოთეკის უფლებამოსილებაში შედის:
ა) წიგნებით, სახელმძღვანელოებით, ჟურნალებითა და სხვა ბეჭდური თუ ელექტრონული მასალით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა;
ბ) პირობების შექმნა განათლების მიღებისა და კვლევის ხელშეწყობისათვის;
გ) სასწავლო-სამეცნიერო ფონდის გადახალისება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ორგანიზება;
დ) მიღებული მასალის აღრიცხვა, ნუმერაცია, ელექტრონულ კატალოგებსა და საძიებო სისტემაში შეტანა.
3. ბიბლიოთეკის საქმიანობის წესი განისაზღვრება ბიბლიოთეკის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
თავი IV
ფაკულტეტი და მისი უფლებამოსილებ