1. უნივერსიტეტის რექტორი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტს და წარმოადგენს მას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში;

ბ) უნივერსიტეტის სახელით აფორმებს გარიგებებს, მემორანდუმებსა და შეთანხმებებს. თუ გარიგების, მემორანდუმის და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

გ) ზრუნავს უნივერსიტეტის განვითარებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაზე;

დ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

ე) უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, გარდა რექტორის არჩევნებისა;

ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და ხელფასის მითითებით.

2. რექტორის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რექტორის მიერ განსაზღვრული პირი/პირები (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ან/და აკადემიური საბჭოს წევრი).

3. რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება რექტორის ბრძანებით.

4. რექტორის შვებულება ფორმდება რექტორის ბრძანები