1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილნი არიან, მათი არყოფნის ან/და მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება მიანიჭონ უნივერსიტეტში დასაქმებულ სხვა პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისად რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება ფორმდება რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობით, რომელშიც ზუსტად მიეთითება, თუ რომელი უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა.

3. ისეთი უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება, რომლისთვისაც საჭიროა რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი მინდობილობა, უნდა გაფორმდეს ერთობლივი მინდობილობით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

4. უნივერსიტეტში დასაქმებული სხვა პირისათვის რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების მინიჭების მიუხედავად, რექტორს ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა იმ პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედებისათვის, რომელსაც რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების განხორციელების უფლება მიენიჭა ამ მუხლით დადგენილი წესი