1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) რექტორთან შეთანხმებით იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) რექტორთან შეთანხმებით ადგენს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგის პროექტს თანამდებობის დასახელების, რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

კ) განსაზღვრავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს  და მათ დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ლ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

მ) უფლებამოსილია, დამხმარე პერსონალის გარდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რექტორთან შეთანხმებით, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთა მიღებისა და გათავისუფლების წესს, შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ნ) ასრულებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებ