1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში.
2. რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. რექტორი უფლებამოსილია აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. იმ შემთხვევაში, თუ გარიგებისა და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებელთა და ამ წესდების 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.
5. რექტორის არყოფნის შემთხვევაში რექტორის მოვალეობას ასრულებს რექტორის მოადგილე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების