1. წარმომადგენლობითი საბჭო:
ა) შეიმუშავებს აკადემიის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) აკადემიურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტის შედგენის წესს;
დ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ე) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
თ) ამტკიცებს აკადემიის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
ი) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
კ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
ლ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
მ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ნ) ამტკიცებს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ო) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანს, რომელიც პასუხისმგებელია საბჭოს ოქმების შედგენაზე;
პ) აკადემიურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტს და წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ჟ) აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებას აკადემიის ფაკულტეტებისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის შესახებ;
რ) აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიის ძირითად (აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და მათი საქმიანობის წესს;
ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობი