1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე.

3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სპიკერის ხმა.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს სპიკერი და მდივან