1. აკადემიური საბჭო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, გარდა „ მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული პროგრამებისა, რომელიც უნდა დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების თანამედროვე სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

ზ) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებზე აკადემიის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის განხილვაში;

თ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ი) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ ლებების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების ცნობის წესს;

კ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

ლ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

მ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ნ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;

ო) ირჩევს აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს და ამტკიცებს ბიბლიოთეკის სამუშაო, სასწავლო და კვლევით პროგრამებს;

პ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ჟ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომელიც პასუხისმგებელია საბჭოს ოქმების შედგენაზე;

რ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოებს, შესაბამისი ფაკულტეტების დებულებებში გასათვალისწინებლად, წარუდგენს მაგისტრატურაში მიღების წესს;

ს) შეიმუშავებს სტუდენტთა მობილობისა და სტატუსის შეწყვეტის დებულებებს და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;

ტ) წარუდგენს რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარმომადგენლობით საბჭოს ახალი ფაკულტეტების შექმნის, ძველის გაუქმების და რეორგანიზაციის შესახებ;

უ) წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად მონაწილეობას იღებს წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავებაში და წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად;

ფ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება აკადემიური საბჭოს ოქმი