1. აკადემიური საბჭოს ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის წარმოების მიზნით, აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატიდან შეიძლება მოწვეულ იქნეს პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც არ არის აკადემიური საბჭოს წევრი.
2. აკადემიური საბჭო მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით და დღის წესრიგის მითითებით. საბჭოს წევრებს ინფორმაცია სხდომის მოწვევის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ მიეწოდებათ პასუხისმგებელი მდივნის ან/და აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა პირის მიერ, ელექტრონული ფოსტით 1 დღით ადრე მაინც. აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ხორციელდება სატელეფონო შეტყობინება.
3. აკადემიური საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს რექტორი.
4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, თუ ამ წესდებით გადაწყვეტილების მისაღებად არ არის დადგენილი სხვა წესი.
5. აკადემიური საბჭოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვაზე გადაცემა.
6. აკადემიური საბჭოს თითოეულ სხდომაზე დგება ოქმი. ოქმში უნდა შევიდეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სხდომის დრო და ადგილი;
ბ) დღის წესრიგი;
გ) დამსწრე წევრების დასახელება;
დ) კენჭისყრაზე გატანილი საკითხები და კენჭისყრის შედეგები;
ე) მიღებული გადაწყვეტილება.
7. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და ოქმის მწარმოებელი პირ