1. აკადემიური საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს რექტორი. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
2. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ.
3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.
4. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) მართვის ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის ჩატარების დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარისა და დამსწრე წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება.
6. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
7. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იგივე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვი