1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული.
2. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიზნებია:
ა) უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) უნივერსიტეტის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება;
გ) უნივერსიტეტში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება – ამ მიზნით სხვადასხვა სასწავლო და კვლევითი პროგრამების/პროექტების შემუშავება და მათი განხორციელებ