1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისაგან – კვლევითი ინსტიტუტებისაგან (შემდგომში – ინსტიტუტი), დეპარტამენტებისაგან, სამმართველოებისაგან, ცენტრებისაგან, სამსახურებისაგან, გამომცემლობისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატებისაგან, მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან.
2. უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) (შემდგომში – წარმომადგენლობითი საბჭო).
3. უნივერსიტეტის ფაკულტეტების და ინსტიტუტების შექმნის, გარდაქმნის და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. სტრუქტურულ ერთეულებს და მათ დებულებებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ზედიზედ სამჯერ უნივერსიტეტის ფაკულტეტების და ინსტიტუტების შექმნის, გარდაქმნის ან/და გაუქმების შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, წარმომადგენლობით საბჭოს წევრთა 2/3-ს წილისყრით ვადამდე უწყდება უფლებამოსილება