1. ინსტიტუტი აწარმოებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს.

2. ინსტიტუტის კვლევით პროექტებს ამტკიცებს აკადემიური საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ინსტიტუტი ითხოვს კვლევების განსახორციელებელ დაფინანსებას უნივერსიტეტისაგან.

3. ინსტიტუტში გაერთიანებულნი არიან უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები.

4. ინსტიტუტის მართვის ორგანოა: ინსტიტუტის დირექტორი/დირექტორები, რომელსაც ნიშნავს აკადემიური საბჭო.

5. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით პროექტებს, ინსტიტუტის თანამშრომლებთან ადგენენ ინსტიტუტის დირექტორი/დირექტორები.

6. თუ ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამა შედგება რამდენიმე თანაბარი მნიშვნელობის პროექტისაგან, შესაძლებელია არჩეულ იქნეს ინსტიტუტის რამდენიმე დირექტორი.

7. ინსტიტუტის დირქტორი/დირექტორები, როგორც წესი, არიან უნივერსიტეტის უვადოზე ორიენტირებული, ან უვადო კონტრაქტის მქონე სრული, ან ასოცირებულ  პროფესორ