1. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სიმბოლიკა: ჰიმნი, დროშა და გერბი. დროშაზე გამოსახულია გერბი. გერბი წარმოადგენს ოთხველიან ფარს.
2. გერბი შედგება შემდეგი ველებისაგან:
ა) პირველი ლაჟვარდოვანი ველი, რომელზეც უნივერსიტეტის დაარსებისას მასში არსებული ექვსი ფაკულტეტის აღსანიშნავად გამოსახულია ექვსი ვერცხლის (თეთრი) გადაშლილი წიგნი. წიგნებზე უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლების: აკადემიური, სინდისისა და არჩევანის თავისუფლების ნიშნად, სამჯერ არის გამოსახული წარწერა „თავისუფლება“;
ბ) მეორე მეწამული ველი, რომელსაც დიდი სწორი ჯვრის ფორმა აქვს. მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი მეწამულივე ბოლნურ-კაცხური ჯვარია. გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა;
გ) მესამე ველი, რომელზედაც ანდრიას ჯვრისებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლის და ნახევრად მეწამული ფერის ორი გასაღები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას;
დ) მეოთხე ლაჟვარდოვანი (ლურჯი) ველი, რომელზეც გამოსახულია სამი მეწამული და ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოტარებული პროფესორის ქუდი, რაც ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების: თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარსულს, მათ გაერთიანებას და ახალი უნივერსიტეტის მომავალს აღნიშნავს.
3. საგერბო ფარის ქვეშ განთავსებულია სადევიზო ბაფთა. სადევიზო ბაფთაზე ლათინურად წერია „LIGAMUS“, რაც ნიშნავს „ჩვენ ვაერთიანებთ“. წარწერა ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს იგი სტუდენტებსა და საზოგადოება