1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო  პროგრამებს,  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს,  უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.

2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.

3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა:  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: ილიას უნივერსიტეტი; ინგლისური სახელწოდებაა: Ilia State University, შემოკლებული სახელწოდებაა Ilia State.

4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

5. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია ნებისმიერი დონის, მათ შორის საკონსტიტუციო, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

6. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: საქართველო, თბილისი, 0162, ჩოლოყაშვილის 3-