1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იმავე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.

2. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს კონსერვატორიის რექტორი. რექტორის, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის, მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი, რაც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.

3. აკადემიური საბჭო, როგორც წესი, იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.

4. აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს მდივანი.

5. რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს მდივანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც 3 დღით ადრე გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.

6. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს მდივანს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

7. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

8. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით.

9. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

10. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.

11. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია.

12. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა/აკადემიური საბჭოს დახურული სხდომის ჩატარება. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.

13. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება კონსერვატორიის ბეჭედი.

14. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

15. აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, კონსერვატორიის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობი