1. კონსერვატორია უზრუნველყოფს:

ა) კონსერვატორიის გადაწყვეტილებების, მართვის  ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის;

ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) კონსერვატორიაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.

2. კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმებ