აკადემიური საბჭო
1. აკადემიური საბჭო არის კონსერვატორიის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო – სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
3. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.
4. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 3 წარმომადგენელი. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით სამი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
5. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) კონსერვატორიასთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;
ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
7. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, 2 წლის გასვლის შემდეგ.
8. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადი