1. წარმომადგენლობითი საბჭო, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:
ა) აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და განიხილავს კონსერვატორიის წესდების, წესდების ცვლილებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს კონსერვატორიის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას, აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დებულებებს, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურას, დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების (სახელფასო ფონდის) ოდენობასა და პირობებს;
ზ) კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევის წესს;
თ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს კონსერვატორიის ბიუჯეტის პროექტს;
ი) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს კონსერვატორიის ბიუჯეტს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ბიუჯეტის ცვლილებებს;
კ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს კონსერვატორიის ბიუჯეტის შედგენის წესს, რომელიც გარდა ბიუჯეტის შედგენის ძირითადი პრინციპებისა, შესაძლებელია ითვალისწინებდეს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ზღვრულ ოდენობებს;
ლ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
მ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით, უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
ნ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
ო) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
პ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
ჟ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
რ) უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები;
ს) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია კონსერვატორიის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციებ