1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს კონსერვატორიის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია კონსერვატორიის სახელით კონსერვატორიის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) კონსერვატორიის რექტორთან ერთობლივად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს კონსერვატორიის სტრუქტურის პროექტს დასამტკიცებლად;

დ) ადგენს კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ადგენს და რექტორთან ერთად ამტკიცებს კონსერვატორიის ერთიან საშტატო განრიგს თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით;

ვ) ნიშნავს და ათავისუფლებს კონსერვატორიის ადმინისტრაციის პერსონალს;

ზ) კონსერვატორიის პერსონალთან აფორმებს შრომით კონტრაქტებს;

თ) ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეებს და უფლებამოსილია გაანაწილოს მათი ფუნქციები;

ი) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

კ) კონსერვატორიის ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციის შედეგად კოორდინაციას უწევს კონსერვატორიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;

ლ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ნ) პასუხისმგებელია კონსერვატორიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ო) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშ