1. კონსერვატორიის ფაკულტეტები წარმოადგენენ კონსერვატორიის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. კონსერვატორიის ფაკულტეტებია:

ა) საშემსრულებლო ფაკულტეტი;

ბ) კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი.

3. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით და მის შემადგენლობაში შედის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.

4. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

5. ფაკულტეტის დებულებას დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით