1. რექტორი არის კონსერვატორიის ხელმძღვანელი, კონსერვატორიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო.
3. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის 4-წლიანი სტაჟი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
6. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით.
7. პირმა, რომელსაც ეკავა კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, კონსერვატორიის რექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
8. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, რექტორი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კონსერვატორიის მართვას;
ბ) წარმოადგენს კონსერვატორიას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ, შემოქმედებით და სამეცნიერო სფეროებში;
გ) უფლებამოსილია კონსერვატორიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, მათ შორის ხელშეკრულებები კონსერვატორიასა და კონსერვატორიის სტუდენტს შორის;
დ) უფლებამოსილია დადოს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული გარიგებები, რომელთაც ხელს ასევე აწერს კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ე) ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ადგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების, ხოლო დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამ სტრუქტურული ერთეულის პერსონალის ნუსხას და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კონსერვატორიის საშტატო ნუსხის პროექტში შეყვანის მიზნით;
ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ამტკიცებს კონსერვატორიის ერთიან საშტატო განრიგს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
თ) ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორის მოადგილეებს;
ი) ნიშნავს და ათავისუფლებს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელს;
კ) ნიშნავს და ათავისუფლებს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების დირექტორებს;
ლ) ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე, წყვეტს კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს;
მ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთობლივად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს კონსერვატორიის სტრუქტურის პროექტს დასამტკიცებლად;
ნ) წყვეტს კონსერვატორიის საგანმანათლებლო-სამეცნიერო, აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი არ წარმოადგენს კონსერვატორიის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
9. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რექტორის ბრძანების სახით.
10. რექტორს ჰყავს მოადგილე და მისი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რაც განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება და უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე - დიპლომისა და პროფესიულ დიპლომზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
12. რექტორი უფლებამოსილია, მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
13. კონსერვატორიის ინტერესებიდან გამომდინარე, კონსერვატორიის რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
14. კონსერვატორიის რექტორის შვებულება ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
15. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხ